
საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს.
ინფორმაციის მიხედვით, ფედერაცია შეფასებების გაკეთებისგან დროებით თავს იკავებს.
„საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია გმობს ყველა სახის ძალადობას.
რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეს, მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების დასრულებამდე შეფასების გაკეთებისგან თავს შევიკავებთ“, – წერს
შეგახსენებთ, რომ 22 მაისს, ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე დღეს იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის ჩანიშნული.
ასევე აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილმა 100 ათას ლარიანი გირაო უკვე გადაიხადა.























