17:43 | 2021-07-03 ავტორი: Prime Time

„ჩემს სინდისთან უნდა ვიყო მართალი, ამიტომ გაფრთხილებთ…“ – დავით გადელია მოსალოდნელ საშიშროებაზე

„ჩემს სინდისთან უნდა ვიყო მართალი, ამიტომ გაფრთხილებთ…“ – დავით გადელია მოსალოდნელ საშიშროებაზე

ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი დავით გადელია კორონაპანდემიასთან დაკავშირებით, მოქალაქეებს სოციალურ ქსელში აფრთხილებს:

 

“შეიძლება ვიღაც ვიგინდარებმა გამლანძღონ, ან ის საყვარელი და დიდი ხნის მეგობრები გამინაწყენდნენ, ჩემზე უკეთ რომ იციან ეპიდემიოლოგია, ამიტომ გავაფრთხილო თანამემამულენი:

 

– არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს მოადუნოთ ყურადღება- გადაყაროთ პირბადეები, ან დასასვენებლად წახვიდეთ ხალხმრავალ ადგილებში.

 

გირჩევთ მუდმივად გეკეთოთ პირბადე, თუ მარტო არ ხართ. მათ შორის ქუჩაში. მოერიდეთ პანაშვიდებს და მით უფრო ადგილებს, სადაც ბევრი ადამიანი ერთად იკვებება.

 

ჩვენი კლინიკის მოთხოვნის მიხედვით ვგრძნობ, რომ დაავადებულთა რიცხვი მატულობს…”, – წერს გადელია ფეისბუქზე.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X