
„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს და მეგობრებს მიმართავს.
„პრაიმტაიმი“ თეონა ცხომელიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„მეგობრებო პირველ რიგში მადლობა და ბოდიში – ვერ გპასუხობთ. დღეს, Covid-19 დამიდასტურდა, რომელიც დიდი ალბათობით გადმომედო რესპონდენტისგან – სხვა კონტაქტი ინფიცირებულთან არ მქონია. არ მაქვს სიცხე, ვგრძნობ უცნაურ ტკივილს ზურგში და სახსრეში.
მესმის,რომ დიდია ინტერესი, მაგრამ ვერ გპასუხობთ, ჯერ ექიმიც არ მინახავს.
ახლა მხოლოდ იმ ადამიანებზე ვღელავ, ვისაც შესაძლოა, ჩემგან ინფექცია გადადებოდა, სხვა არაფერი მაწუხებს.
ვმუშაობთ ეპიდემიოლოგებთან რომ მაქსიმალურად დავაზუსტოთ საკონტაქტო წრე,გადამდები ვარ 7 სექტემბრიდან.
დავემატე ხვალინდელ სტატისტიკას, გურამ როგავა რომ გამოაცხადებს.“ – წერს თეონა ცხომელიძე.
შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-ის თანამშრომელს, თეონა ცხომელიძეს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა. როგორც ტელეკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, ტელევიზიაში ყველა საჭირო პროცედურა გატრარდება. ამ ფაქტი გამო დღეს „ღამის კურიერი“ ეთერში არ გავა.























