16:44 | 2020-02-21 ავტორი: Prime Time

VIDEO: „ახალი გამოსული ვარ, ყველას ვხვდები“ – თავისუფლების მეორე დღეს მერაბიშვილმა მშობლები მოინახულა

VIDEO: „ახალი გამოსული ვარ, ყველას ვხვდები“ – თავისუფლების მეორე დღეს მერაბიშვილმა მშობლები მოინახულა

ე.წ. „მატროსოვის“ ციხის დატოვების შემდეგ, ვანო მერაბიშვილი მშობლებთან დღეს, 21 თებერვალს ჩავიდა. ყოფილი მაღალჩინოსანი ახალციხეში რამდენიმე საათით დარჩა.

 

მერაბიშვილი ჯერ მშობლების სახლში მივიდა, შემდეგ კი „ახალციხის ციხე“ დაათვალიერა. კომპლექსის ტერიტორიაზე მას მეგობრები და ოპოზიციის წარმომადგენლები დახვდნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ პოლიტიკურ გეგმებზე არ უსაუბრიათ. ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.

 

მერაბიშვილმა „ახალციხის ციხის“ ქვედა ნაწილი შვილთან ერთად დაათვალიერა და ისევ თბილისში დაბრუნდა.

 

შეგახსენებთ, ყოფილმა მაღალჩინოსანმა სასჯელაღსრულების დაწესებულება თითქმის, 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ გუშინ, დილით დატოვა.

 

ავტორი: რუსკა გვარამაძე

 

ავტორი: Prime Time

X