23:23 | 2021-11-29 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

VIDEO: 2 წლის გოგონა ეტლით შუა ქუჩაში უპატრონოდ დატოვეს

VIDEO: 2 წლის გოგონა ეტლით შუა ქუჩაში უპატრონოდ დატოვეს

საბერძნეთში, პატისიონის გამზირზე, არქეოლოგიური მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2 წლის ბავშვი იპოვნეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მცირეწლოვანი მუზეუმის დაცვის თანამშრომელმა შენიშნა და პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველებმა ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს. მიმდინარეობს გამოძიება.

 

სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს კაცი, რომელსაც მცირეწლოვანი მუზეუმთან ეტლით მიყავს. გავრცელებული ინფორმაციით კადრში ბავშვის მამა ჩანს.

 

რაც შეეხება ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ექიმების განცხადებით, მცირეწლოვანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

იხილეთ ვიდეო:

 

 

ასევე ნახეთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X