
ბრაზილიის ქალაქ იტაპერუნაში 3 წლის ბიჭმა თავისი მეგობარი, რომელიც ასევე 3 წლისაა აუზში დახრჩობას გადაარჩინა. ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბავშვები აუზში ჩასასვლელად სახლიდან ისე გამოვიდნენ, რომ მშობლემბა ვერ შეამჩნიეს. ამ დროს ერთ-ერთი ბავშვი აუზიდან გასაბერი რგოლის ამოღებას ცდილობდა და წყალში გადავარდა, მისმა მეგობარმა კი ბიჭი დახრჩობას გადაარჩინა.
შემთხვევის ამსახველი კადრები ერთ-ერთმა სათვალთვალო კამერამ აღბეჭდა, მთავარი გმირის დედამ კი ის სოციალურ ქსელში ატვირთა.
პატარა ბიჭუნას გმირობით ადგილობრივი პოლიციაც დაინტერესდა და მას სიმბოლური ჯილდოც გადაეცა.























