00:24 | 2020-05-18 ავტორი: Prime Time

Video: 4 წლის წინ ავარიაში დაღუპული ბავშვის მამამ შური იძია (თურქეთი)

Video: 4 წლის წინ ავარიაში დაღუპული ბავშვის მამამ შური იძია (თურქეთი)

თურქეთში, ქალაქ ქუთაჰიაში სათვალთვალო კამერებმა მკვლელობა დააფიქსირეს.

 

როგორც კადრებში ჩანს, გაჩერებულ ავტომობილს მეორე ავტომობილი ეჯახება, მძღოლი გადმოდის და წინა მანქანაში მყოფ ადამიანს კლავს. დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მეორე დაჭრილი მძღოლი კი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

 

შემდგომში გაირკვა, რომ მიზეზი შურისძიება იყო. მკვლელი, 4 წლის წინ ავტოავარიაში დაღუპული ბავშვის მამა, ჰაკან იშგუზარი აღმოჩნდა.

 

დამნაშავე რამდენიმე საათის შემდეგ პოლიციამ დააკავა.

 

„შვილის სიკვდილი ვერ გადავიტანე, რომელსაც 4 წლის წინ მანქანა დაეჯახა. მძღოლი, რომელმაც ჩემი შვილი მოკლა, დაახლოებით ერთი თვის წინ შემთხვევით ვნახე და მთელი ამ დღეების განმავლობაში ვუთვალთვალებდი. შესაფერის დროს ველოდებოდი შურისძიებისთვის“, – თქვა ბრალდებულმა.

 

ავტორი: Prime Time

X