20:49 | 2021-03-25 ავტორი: სალომე ნეფარიძე

VIDEO: 6 წლის მუსიკოსი მხედველობის პრობლემებით და სრულყოფილი სმენით

VIDEO: 6 წლის მუსიკოსი მხედველობის პრობლემებით და სრულყოფილი სმენით

გაიცანით სოციალური ქსელის პატარა ვარსკვლავი, 6 წლის ნიკოლოზ თოხაძე მხედველობის პრობლემებით და სრულყოფილი სმენით.

 

ნიკოს მხედველობის მხოლოდ 15% აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მას არც ნოტების გარჩევა და არც კლავიშების დანახვა შეუძლია, ეს მისთვის პრობლემას არ წარმოდგენს.

 

„პირველი სრულყოფილი კომპოზიცია, რაც ნიკომ დაუკრა ეს იყო 2 წლის და 2 თვის ასაკში. ღრმა ბავშვობიდან, უკვე თვეებიდან ნიკოს ეტყობოდა, რომ მუსიკისადმი განსაკუთრებული სიყვარული და ინტერესი ჰქონდა.

 

ფაქტიურად არასდროს არ უყურებს კლავიშსს“, – ამბობს 6 წლის მუსიკოსის დედა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას.

 

იხილეთ ვიდეო ⇓

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X