13:09 | 2021-09-22 ავტორი: Prime Time

VIDEO: 98 წლის ქალის ცეკვა, რომელიც ინტერნეტ სენსაციად იქცა

VIDEO: 98 წლის ქალის ცეკვა, რომელიც ინტერნეტ სენსაციად იქცა

98 წლის მოცეკვავე შირლი გუდმანი იგივე The Dancing Nana ინტერნეტ სენსაციად იქცა. სოციალურ ქსელებში მისი ვიდეოები ვირუსულად ვრცელდება.

 

მიუხედავად იმისა, რომ მას 10 შვილიშვილი და 3 შვილთაშვილი ყავს და სახლის საქმეებითაც საკმაოდ დატვირთულია, შირლის ცეკვაზე უარი არასდროს უთქვამს.

 

გუდმანის ცეკვის ვიდეო ინტერნეტში პირველად მისმა შვილიშვილმა ატვირთა. პოსტს მალევე უამრავი ნახვა და გამოხმაურება მოყვა.

 

„საოცარი იყო ამ ყველაფრის ნახვა. სენსაციად ვიქეცი და ეს ძალიან მაგარია“,- აცხადებს 98 წლის შირლი.

 

Shopify-ზე შირლის თავისი მაღაზიაც აქვს, სადაც მაისურებს ყიდის, რომლებსაც შემდეგი წარწერები აქვს: იცეკვე ისე თითქოს The Dancing Nana გიყურებს.

 

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X