19:24 | 2020-09-04 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

VIDEO: აფეთქების პირველი კადრები ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან

VIDEO: აფეთქების პირველი კადრები ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან

ტელეკომპანია „მთავარი“ ავრცელებს ვიდეოს, რომელზეც ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე კლუბ „დეჟავუ“-ში აფეთქებაა დაფიქსირებული. კადრები ავტომობილის ვიდეორეგისტრატორმა დააფიქსირა.

 

შეგახსენებთ, აფეთქება ფილარმონიასთან, დღეს საღამოს საათებში მოხდა.

 

აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა და სამი დაშავდა, რომლებიც გადაყვანილი არიან შესაბამის კლინიკებში. დაშავებულთაგან ერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

 

მართვით სუნთქვაზეა  33 წლის კაცი, რომელიც ფილარმონიასთან აფეთქებისას დაშავებული
2020-09-04მართვით სუნთქვაზეა 33 წლის კაცი, რომელიც ფილარმონიასთან აფეთქებისას დაშავებული

 

ეს პაციენტი გადაყვანილია ალადაშვილის სახელობის კლინიკაში“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს, სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა დეპარტამენტის უფროსმა ამირან გოგიტიძემ განუცხადა.

 

მისი თქმით, დანარჩენი ორი დაშავებულის მდგომარეობა პირველ პაციენტთან შედარებით მსუბუქია, თუმცა საყურადღებო.

 

ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X