
თაკო ფხაკაძემ გადაცემაში „ვის უნდა 20 000“ 2 წლის ლუკა ხომერიკის დასახმარებლად ითამაშა. როგორც თავად ამბობს, გადაცემის ისტორიაში რეკორდული ზარები დაფიქსირდა.
„გადაცემის ისტორიაში მოვხსენით რეკორდი – 100 000-მა ადამიანმა დარეკა. გარდა ამისა, მოვიგე 8 000 ლარი.
„ახლა ალბათ დიდი ბიჭია და არ მოვყვები, რა სჭირდა. ვთვლი, რომ ჩემს ცხოვრებაში ეს იყო მნიშვნელოვანი მომენტი, შანსი მომეცა, რომ ადამიანს დავხმარებოდი, თან ბავშვს.
2 ოპერაცია დასჭირდა და ეს თანხა ეყო. გადაცემაში მისვლას არ ვაპირებდი, არ მქონდა ჩემი თავის იმედი, „ვის უნდა 20 000“ გამოიცანი ყველაფერი, როგორია?! თან ამდენი ხალხი გიყურებს, უცბად შეიძლება რამე ელემენტარული დაგავიწყდეს.
პროდიუსერმა მითხრა, 2 წლის ბავშვია, ამისთვის უნდა ითამაშოო.. ვიფიქრე, როგორ არ წავიდე.
გარდა ამისა, რომ მივედი აღმოვაჩინე საოცრება – დედ-მამა 16-17 წლისები იყვნენ. აღმოჩნდა, რომ ჩემს ხელში იყო ამათი ბედი“, – იხსენებს თაკო ფხაკაძე გადაცემაში „ფარული კონვერტი“.
ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:
ვის დაეკისრება ჯარიმა 1-ლი დეკემბრიდან კოვიდრეესტრში არყოფნის გამო
სასიხარულო ინფორმაცია სოციალურად დაუცველებისთვის – მთავრობის ახალი ინიციატივა