15:44 | 2021-01-19 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

VIDEO: ახალციხეში მდინარეში განბანვის რიტუალი ჩატარდა

VIDEO: ახალციხეში მდინარეში განბანვის რიტუალი ჩატარდა

ახალციხეში, სოფელ მინაძესთან, მდინარე მტკვარში განბანვის რიტუალი ჩატარდა. მორწმუნები, წყლის კურთხევის შემდეგ მდინარეში შევიდნენ. მათ სჯერათ, რომ ამით მივიწყებული ცოდვებისგან განიწმინდებიან.

 

ტრადიციული რიტუალი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის ხელმძღვანელობით ტარდება. – 6 გრადუსიან ყინვაში ნაკურთხ მდინარეში 200-მდე ადამიანი შევიდა.

 

მდინარის კურთხევის ტრადიციას საფუძველი 1997 წელს ჩაეყარა. ამ დღეს საყოველთაო ნათლობისა და განბანვის ტრადიცია ტარდება, მაგრამ წელს პანდემიის გამო, ნათლობები ტაძარში ჩატარდება. ეს გადაწყვეტილება ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ ხალხმრავლობის თავიდან აცილებისა და ჯანდაცვის რეგულაციების დაცვის გამო მიიღო.


ავტორი: რუსკა გვარამაძე

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X