
ღამის კურიერის“ ეთერში “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
კამათი მამუკა ხაზარაძის სიტყვებმა გამოიწვია, რომლითაც მან ალეკო ელისაშვილს მიმართა: “სირცხვილი არის ის, რომ თქვენ გაიტანეთ ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამებოდა სიმართლეს”.
საპასუხოდ ელისაშვილმა მამუკა ხაზარაძეს შეხვედრების დროს გამართული საუბარი გაახსენა.






















