
გადაცემა „ექიმებში“, ლევან რატიანი ყვება, რომ ადამიანები საშინელ მეთოდებს მიმართავენ წონაში კლების მიზნით.
გადაცემის წამყვანები ყვებიან, რომ ოტაკოს უნივერსიტეტში გამოიგონეს მოწყობილობა, რომელიც ყბას კეტავს და პირს ვერ აღებ. სწორედ ამ მეთოდით ადამიანები კვირაში 6 კგ-ს იკლებენ.
„ესაა მაგნიტი, რომელიც ზედა და ქვედა ყბას კეტავს, პირის ღრუ არ იხსნება და იხსნება, ამ დროს ადამიანი მხოლოდ ლაპარაკობს და იღებს სითხისებრ საკვებს. ამ მეთოდს ძალიან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა“.-ამბობს ლევან რატიანი.
ექიმების თქმით, წონაში კლება ბევრი ადამიანის ოცნებაა, თუმცა არსებობს ბევრად ეფექტური მეთოდები, როგორიცაა სწორი კვება, ჯანსაღი დიეტა, ვარჯიში და ა.შ.