
the talk შოუს წამყვანი, ნელი აგირბა, ბათუმში იმყოფება. ის ხვალინდელ გადაცემაში, ბათუმში მომხდარ საზარელ ტრაგედიას კიდევ ერთხელ გაიხსენებს. ერთ-ერთი ჟურნალისტი, ამბობს, რომ რთულია იმ მძიმე დღის გახსენება.
„შეუძლებელი იყო ასეთ დროს მუშაობა, ცრემლიან ადამიანებს მისდგომოდი და გეკითხა, ვის ეძებდნენ, ვინ ჰყავდათ დაკარგული“- იხსენებს ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 არასრულწლოვანია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა. დაკავებულები არიან აღნიშნული კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინის მეპატრონე და ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული ორი მუშა.























