18:29 | 2021-10-18 ავტორი: თამარ გონგაძე

VIDEO: ამდენი დაუჯერებელი სანახაობა, ერთად არ მინახავს – 19 ოქტომბერი “ნიჭიერის” პრემიერის დღეა

VIDEO: ამდენი დაუჯერებელი სანახაობა, ერთად არ მინახავს – 19 ოქტომბერი “ნიჭიერის” პრემიერის დღეა

19 ოქტომბერს “ნიჭიერის” პრემიერაა. მეგაშოუ მეათე საიუბილეო სეზონს, “რუსთავი 2”-ზე, ხმაურით იწყებს. კონკურსანტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დაუვიწყარ სანახაობას ქმნიან.

 

“მეათე საიუბილეო ეთერია და ძალიან ეტყობა, რომ ასეთი მრგვალი თარიღი აქვს “ნიჭიერს.” მე, “ნიჭიერის” ერთგულ მაყურებელს, ამდენი დაუჯერებელი სანახაობა ერთად არ მინახავს” – ამბობს ჟიურის წევრი თიკა ფაცაცია.

 

ჟიურის წევრები არიან – თამარ ფხაკაძე, ირაკლი იმნაიშვილი, თიკა ფაცაცია, რუსკა მაყაშვილი და სტეფანე მღებრიშვილი.

 

 

“ეს იქნება ყველაზე საინტერესო “ნიჭიერი” “ნიჭიერის” ისტორიაში. ტელევიზორს და სოციალურ ქსელს რომ ვრთავთ, მძიმე ამბების მოსმენა გვიწევს და სტრესის ქვეშ ვცხოვრობთ. ამ ფონზე, პროექტი, რომელიც სახალხო, საინტერესო და სახალისოა, ცოტა ფერებს შესძენს ჩვენს ყოველდღიურ ყოფას” – ამბობს თამარ ფხაკაძე.

 

მეგაშოუს წამყვანები ნუკი კოშკელიშვილი და გიორგი ბახუტაშვილი არიან. “ბახუტას”,”ნიჭიერის” გამო, “ჩემი ცოლის დაქალებზე” უარის თქმა მოუხდა, ნუკის – ამერიკაში დაბრუნებაზე.

 

 

გიორგი ბახუტაშვილი: – ამ გუნდთან ერთად მუშაობა, ნებისმიერ პროექტზე სასიამოვნოა ჩემთვის. თან ისეთი გოგო მყავს პარტნიორად, რომ “ნიჭიერის” წამყვანობა ძალზედ კომფორტულია.

 

ნუკი კოშკელიშვილი: – ვფიქრობ, რომ მე და “ბახუტა” განსხვავებული წამყვანები ვიქნებით. სულ სხვა დინამიკა გვაქვს. მგონია, რომ ჩვენს შორის ქიმიაა და ავეწყეთ.

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X