
მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მიუსამძიმრა.
მათთან შეხვედრისას ანა დოლიძემ ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა.
„მთელი საქართველო თქვენს გვერდზეა, 5-6 ჩინოვნიკს ნუ უსმენთ, მაგრად იდექით, სიმართლე აუცილებლად გაირკვევა“, – უთხრა ანა დოლიძემ თეონა თამაზაშვილს.
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში მწყემსმა იპოვა.






















