01:15 | 2020-12-30 ავტორი: Prime Time

VIDEO: ანტიკური Fast Food ძველ რომში – პომპეიში სწრაფი კვების ობიექტი აღმოაჩინეს 

VIDEO: ანტიკური Fast Food ძველ რომში – პომპეიში სწრაფი კვების ობიექტი აღმოაჩინეს 

2 ათასი წლის წინ, პომპეი ძველ რომში ერთ-ერთ დიდი ქალაქი იყო. მაგრამ ჩვენი წელთაღრიცხვით 79 წელს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევისას, მთლიანად განადგურდა.

ამ დროისთვის ქალაქის ტერიტორია ღია ცის ქვეშ მუზეუმადაა ქცეული, სადაც არქეოლოგიური გათხრები მუდმივად მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო

 

 

მკვლევრებმა ერთგვარი ძველი რომაული სწრაფი კვების ობიექტი აღმოაჩინეს, რომლის დახმარებითაც რომაელთა კვების ტრადიციებისა და ზოგადად მათი კულტურის შესახებ ბევრი რამ გახდა ცნობილი.

პომპეის არქეოლოგიური პარკის გენერალური დირექტორის მასიმო ოსანას თქმით, ქალაქში ათეულობით მსგავსი ტიპის ობიექტი იყო, რაც რომის იმპერიაში სწრაფი კვების არსებობასა და საკვების გატანის სერვისის შესახებ მიუთითებს.

აქამდე პომპეიში ასე კარგად შენახული კვების ობიექტი არ აღმოუჩენიათ. არქეოლოგებმა მიაგნეს ბარის ტიპის დახლს,  ჭურჭლის ხვრელებით, რომლებშიც ცხელი საკვები ინახებოდა.

ძველი რომის სასადილოებს Thermopolium-ს უწოდებდნენ. მსგავსი სასადილოები ძალიან პოპულარული იყო ძველ რომში რაზეც, პომპეიში 100 – ზე მეტი  ასეთი ობიექტის არსებობა მეტყველებს.

ბერძნულად Thermo ნიშნავს “ცხელს” ხოლო Poleo “გაყიდვას”.

მკვლევრებმა ჭურჭლებშ იპოვეს იხვის, ღორის, თხის,ლოკოკინებისა და ქათმის ძვლები.

დახლის ზედაპირი მოხატული იყო მამლის, იხვის და სხვა ცხოველების ნახატებით რომლებიც სავარაუდოდ კერძების ასორტიმენტზე მიანიშნებდა.

ასევე, ღვინის ჭურჭლებში იპოვეს ფავას ლობიო, რომელსაც იმ დროს ღვინის შეფერილობის შესაცვლელად  და სასიამოვნო გემოს მისაცემად იყნებედნენ.

მუზეუმის დირექტორის თქმით, აღმოჩენილი საკვების ნარჩენები, მიანიშნებს იმაზე, თუ როგორ იკვებებოდა უბრალო ადამიანები, რადგან სავარაუდოდ, იმ დროის ელიტა ასეთი ტიპის სასადილოებს არ იყენებდა.

ისტორიკოსებს მიაჩნიათ, რომ ქალაქში 150-მდე თერმოპოლიუმი -სწრაფი კვების ობიექტი არსებობდა, რომლებსაც ძირითადად მოსახლეობის ის ნაწილი იყენებდა, რომლებსაც სახლში სამზარეულო არ ჰქონდათ და თავის გამოკვება  სწრაფად სჭირდებოდათ. მსგავსი დახლებზე ძირითადად იყო პური, დამარილებული თევზი, ყველი, ოსპი, ღვინო და სხვა.

პომპეიშ გათხრები 1748 წლიდან იწყება და მას შემდეგ მსოფლიოშ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არქეოლოგიური ადგილია.

იმის გათვალისწინებით, რომ ვეზუვის ვულკანის ამოფრქვევისას, ქალაქი ლავითა და ვულკანური ფერფლით მალევე დაიფარა, ის ერთგვარ დროის კაფსულად იქცა, რომელშიც ახალი აღმოჩენები მუდმივად კეთდება.

ავტორი: Prime Time

X