
არ მინდა იმის თქმა, რომ არაფერ შუაში ვარ.. შეიძლება ერთი ზარით ყველაფერი შეცვლილიყო, – ამის შესახებ საბედისწერო ღამის იუბილარი, ანა გაბეჩავა „ტვ პირველთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს და 19 ივნისის ღამეს დეტალურად იხსენებს.

„იმ მომენტში 112-ში რომ დამერეკა ან რამე, მსგავსი რამ არ მოხდებოდა. ალბათ, გულგრილობაც იყო ჩვენი მხრიდან.
მე მადანაშაულებენ ამ ყველაფერში, თითქოს, წინასწარ დაგეგმილი იყო. ვერ წარმოვიდგენდი, რომ იქ რომელიმეს მსგავსი რამის გაკეთება შეეძლო. არცერთ მათგანს ხელს არ დავაფარებ და არ დავიცავ, ვინც დამნაშავეა ამ ყველაფერში“, – ამბობს გაბეჩავა.
18 ივლისს, შაბათის ეთერი ტვ პირველზე
Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on პარასკევი, 17 ივლისი, 2020























