09:05 | 2020-03-13 ავტორი: ანეტი მიქელაძე

VIDEO: არგენტინის ქალაქის ქუჩებში ცხოველების სისხლი დაიღვარა 

VIDEO: არგენტინის ქალაქის ქუჩებში ცხოველების სისხლი დაიღვარა 

არგენტინაში, ბუენოს-აირესის პროვინცია მორონის ქუჩები სისხლის გუბეებით გაივსო – გასკდა დიდი რეზერვუარი, რომელშიც ცხოველების 500 ათასი ლიტრი სისხლი ინახებოდა. ეს ყველაფერი ცხოველების ფერმასთან ახლოს მოხდა.

 

სისხლი ძალიან მალე გაშრა და ქუჩებში უსიამოვნო სუნი წარმოიქმნა. რაიონის მცხოვრებლებმა ფოტოების და ვიდეოების გამოქვეყნება დაიწყეს. მოსახლეობა შიშობს, რომ დაღვრილი სისხლი ქალაქში ახალ დაავადებებს გააჩენს.

 

 

ფერმაში აცხადებენ, რომ არ იციან რეზერვუარის გატეხვის მიზეზი. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქუჩების დასასუფთავებლად სპეციალური ჯგუფი გაგზავნა.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X