17:11 | 2020-05-07 ავტორი: სალომე ნეფარიძე

VIDEO: ასე მიულოცეს გამოჯანმრთელებულ მედიკოსს დაბადების დღე კარანტინში

VIDEO: ასე მიულოცეს გამოჯანმრთელებულ მედიკოსს დაბადების დღე კარანტინში

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ მედიკოსს, რომელიც ახლა საკარანტინე სივრცეშია, ადგილობრივმა პერსონალმა დაბადების დღე მიულოცა.

 

შეგახსენებთ, რომ კლინიკა „თიმის“ მედიკოსს, დავით შავიშვილს კორონავირუსი 14 აპრილს დაუდასტურდა და იგი ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა, ხოლო 4 მაისს ტესტმა პასუხი უარყოფითი აჩვენა. 

 

ცნობისთის, კლინიკა „თიმი“, სადაც 12 ადამიანი – 2 ექიმი, 5 ექთანი და 5 პაციენტი დაინფიცირდა, დროებით დახურული იყო.

 

კლინიკამ 4 მაისს განაახლა ამბულატორიული პაციენტების მიღება, ხოლო 11 მაისიდან სტაციონარიც დაიწყებს ფუნქციონირებას.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X