
რამდენიმე დღის წინ „ნიჭიერის“ სცენაზე ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკური კლინიკის კრიტიკული დეპრტამენტის ექიმები და ექთნები წაარსდგნენ და როგორც თავად განაცხადეს, ოკუპირებული აფხაზეთიდან კორონავირუსის სამკურნალოდ გადმოსული ერთ-ერთი პაციენტის თხოვნით, მეგრული სიმღერა შეასრულეს.
ასევე ნახეთ: VIDEO: არ დაგვწყევლოს ახლა – რა მოხდა ნიჭიერის სცენაზე, სადაც მკითხავმა რუსკას ყავის ჭიქაში ჩაიხედა
დაიმსახურეს მეექვსე, საბოლოო ოქროს ღილაკი და მათმა ნამღერმა მთელი დარბაზი და ჟიური ფეხზე წამოაყენა.
ემოციები სოცილაურ ქსელშიც არ ცხრება. მაყურებლების უმეტესობა წერს, რომ ატირდნენ.
გთავაზობთ ურიცხვი გამოხმაურებიდან რამდენიმე კომენტარს, რომლებიც სოციალური ქსელის მომხმარებლებმა დაწერეს:
„ეს ის ჯაჭვია, რომელსაც ვერასდროს გაწყვიტავს ვერაგი მტერი! ეს ოქროს ბიჭები ხიდს გაღმა საქართველოს შვილები არიან!“
„ამ დროს ცრემლებია ყველაზე დიდი შვება… სიამაყის ცრემლები…“
„დედამიწის ზურგზე თუ კი სადმე ოქროს ღილაკი ანთებულა, ეს საუკეთესო იყო! არცერთ ნომერს ამხელა ემოცია არ მოუტანია ჩემამდე.. მადლობა, რომ არსებობთ თქვენი სიცოცხლის ფასად ემსახურებით ადამიანებს“.
„პირდაპირ მივცემდი ნიჭიერის ტიტულს… მათ ეს დაიმსახურეს“
ნახეთ ვიდეო ⇓






















