
ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. მოქალაქეები ბათუმში მომხდარი დაღუპულების ხსოვნას პატივს მიაგებენ. სამძიმარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ, მათ გარდაცვლილთა სულებს პატივი მიაგეს.
ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ. გარდაცვლილები ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში არიან გადასვენებული, სადაც გუშინ მთელი დღის განმავლობაში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.
26 მაისის 13 ნომერთან უკვე მეოთხე დღეა “გლოვის კედელია” აღმართული, სადაც მოქალაქეებს ყვავილები და სათამაშოები მიაქვთ, ანთებენ სანთლებს და ამით გარდაცვლილთა ხსოვნას პატივს მიაგებენ. ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ტრაგედიას 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის სამი ბავშვია. კიდევ ერთი დაშავებული ამ დრომდე კლინიკაში რჩება.






















