23:09 | 2021-11-01 ავტორი: Prime Time

VIDEO: ბევრი ვიტირე… – ხათუნა ჟორდანიამ პირველად თქვა, რომ ქეთა თოფურიაზე ეჭვიანობდა

VIDEO: ბევრი ვიტირე… – ხათუნა ჟორდანიამ პირველად თქვა, რომ ქეთა თოფურიაზე ეჭვიანობდა

ხათუნა ჟორდანიამ „ფარული კონვერტი“ გახსნა. მან 5 000 ლარი მოიგო.

 

„მე როდესაც ზურასთან დავიწყე ურთიერთობა, ამ ყველაფერს არასერიოზულად ვუყურებდი, ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი, ვხვდებოდით ერთმანეთს მაგრამ ის, რომ ჩვენს შორის ასაკობრივი ზღვარი იყო, ვფიქრობდი, რომ გვეყვარებოდა იქამდე ერთმანეთი, სანამ გვეყვარებოდა.

 

წავედი შვეიცარიაში და როდესაც დავურეკე, ზურა ძალიან ცივი მომეჩვენა, მითხრა, რომ ეს ურთიერთობა სერიოზული არ იყო და მითხრა, რომ ქეთა თოფურია მიყვარსო. წავედი ბევრი ვიტირე. მაგრამ მათი სიყვარულის ისტორია, იმით დამთავრდა, რომ ქეთამ გადაწყვიტა წასვლა“- ამბობს ხათუნა ჟორდანია.

 

მისი თქმით, არც ქეთას და ზურას ეს ამბავი არ ეწყინებათ, რადგან ეს ამბავი ნამდვილად იყო.

 

ავტორი: Prime Time

X