
ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომლისთვისაც ჯერ კიდევ გუშინ გაუგებარი იყო, რატომ 43% და არა 50%, დღეს თავისივე განცხადება უკან წაიღო და პოზიცია შეცვალა.
„ჯერ ერთი გაუგებარია, რატომ 43% და რატომ არ არის 50% , თუ ქართველი ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერაზეა, 43% რა ბაზარში ვართ, ვვაჭრობთ, ყველს ვყიდულობთ ორ კილოს თუ რა…“ – განაცხადა გუშინ სააკაშვილმა ერთერთი ტელევიზიის ეთერში.
დღეს გაკეთებულ მიმართვაში კი იგი აცხადებს, რომ შარლ მიშელის შეთნხმებაში 43% მთავარია და მოუწოდებს „ნაციონალურ მოძრაობას“, ხელი მოაწეროს შეთანხმებას.
მისი თქმით, ეს რიგგარეშე არჩევნების დაშვებაა და ეს არის რეფერენდუმი.
„მე მინდა მოვუწოდო ნაციონალურ მოძრაობას, ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას, იმიტომ რომ ამ შეთანხმებაში არის მთავარი მეორე პუნქტი – 43% ბარიერი ძველი, კომისიის პირობებში, მაგრამ ეს არის უკვე დაშვება რიგგარეშე არჩევნების და ეს არის რეფერენდუმი“ – აცხადებს სააკაშვილი დღევანდელ მიმართვაში.






















