
მაშინ, როდესაც ჩვენთან სიცხეს ვებრძვით, ბრაზილიაში თოვლი მოვიდა. ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ჰაერის ტემპერატურა 4 გრადუსამდე დაეცა. ღამის საათებში კი 30-ზე მეტ ქალაქში მოთოვა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, შესაძლოა ზარალი მიადგეთ ფერმერებს. სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში ბრაზილიაში ჰაერის ტემპერატურის კიდევ უფრო კლებას ვარაუდობენ.