00:10 | 2020-06-14 ავტორი: ალექსი ქამადაძე

Video: ჩინეთში გზატკეცილზე საწვავის გადამტანი სატვირთო აფეთქდა

Video: ჩინეთში გზატკეცილზე საწვავის გადამტანი სატვირთო აფეთქდა

ჩინეთში, ქალაქ ტაიჩჯოში მდებარე ავტომაგისტრალზე საწვავის გადამტანი ავტოცისტერნა აფეთქდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, 50 კი დაშავდა. ინფორმაციას ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია ავრცელებს.

 

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პირველი ავტოცისტერნის აფეთქების შემდეგ, მალევე ფეთქდება მეორეც. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X