
დაღესტნის ქალაქ კასპიისკში მიმდინარე ძიუდოს ტურნირი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. ვრცელდება ჩხუბის ამსახველი კადრებიც.
გამოცემის ცნობით, დაპირისპირება ოს და დაღესტნელ გულშემატკივრებს შორის დაწიყო. ჩხუბის მიზეზი ერთ-ერთი მონაწილის გამარჯვება გახდა.
ხელჩართულ ჩხუბში ძიუდოისტებიც ჩაერთვნენ, რის შემდეგაც ტატამზე მაყურებლები შეიჭრნენ. ჩხუბისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
В Дагестане чемпионат СКФО по дзюдо среди юниоров закончился массовой дракой pic.twitter.com/4g1dWMkFQT
— РЕН ТВ | Новости (@rentvchannel) February 27, 2021






















