
ოჯახში ძალადობა დედის დღეს – თურქეთში ქალი ქმრისა და შვილის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა.
მეზობელი კორპუსიდან ტელეფონით გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ აივანზე ქალს ქმარ-შვილი უმოწყალოდ სცემს, ის კი დახმარებას ითხოვს.
ძალადობის შემცველი კადრების გავრცელების შემდეგ ადგილზე მისულ ადგილობრივ პოლიციას ქალმა განუცხადა, რომ ის ქმარს და შვილს არ უჩივის.
„30-წლიანი თანაცხოვრება მაქვს ჩემს ქმართან. ჩემსა და ქმარს შორის ჩხუბი პირადულია, მე მას არ ვუჩივი“, – განაცხადა დაზარალებულმა.























