
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო დაკარგულ ძაღლზე, რომელიც პატრონმა 4 წლის შემდეგ დააბრუნა სახლში.
აღმოჩნდა, რომ მეგობარმა მეგობრის ძაღლი იპოვა, შემდეგ გაირკვა, რომ ეს 4 წლის წინ დაკარგული მაშკა იყო.
„ჰასკი ჩვენთან სამი დღის განმავლობაში იყო. დილით 8 საათზე მე და ჩემი მეუღლე აივანზე ვიდექით და შევნიშნეთ გზააბნეული დახეტიალობდა. თუკი Facebook-ზე რამე ჯგუფი არსებობდა, ყველგან დავდე და ჩემი მეგობარი მწერს, თეა, როგორ ჰგავს ჩემს მაშკას, რომელიც 4 წლის წინ დავკარგე.
❤ ამაღელვებელი ვიდეო – დაკარგული ძაღლისა და მისი პატრონის შეხვედრა 4 წლის შემდეგ
❤ ამაღელვებელი ვიდეო – დაკარგული ძაღლისა და მისი პატრონის შეხვედრა 4 წლის შემდეგვიდეო: თეა მოდებაძე
Posted by Prime Time on ოთხშაბათი, 01 ივლისი, 2020
მეორე დღეს ისევ მომწერა, რომ გული უგრძნობდა და ძაღლი მისი იყო. გადმომიგზავნა 2 ფოტო და ნიშანიც ზუსტად დაემთხვა ცხვირთან. მეც ასე ვფიქრობდი და ვუთხარი, რომ ჯობდა ენახა და რეაქციით უფრო მივხვდებოდით.
სკოლის ეზოში შეხვედრა დავთქვით“, – ამბობს თეა მოდებაძე „რუსთავი 2“-თან.
შეხვედრა საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა.
🐕 "მაშკა" – ძაღლი, რომელიც 4 წლის შემდეგ სახლში დაბრუნდა. 🤩 ნახეთ მეგობრების ემოციური შეხვედრის წუთები.
Posted by Rustavi 2 on ოთხშაბათი, 01 ივლისი, 2020






















