
„2021 წელი უმძიმესი იყო ქვეყნისათვის“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე, ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ აცხადებს.
„ამ უმძიმეს მდგომარეობაში ქვეყანა ხელისუფლებამ ჩააგდო. როდესაც პანდემიისას უამრავი ადამიანი გეღუპება, ეს იმას ნიშნავს, რომ ვერ მართვე პროცესი კარგად. ასევე ეკონომიკური კრიზისი და ეს დამძიმდა პანდემიის ცუდი მართვის შედეგად. მთელი წლის განმავლობაში ქვეყანა იყო რყევებში და ეს წელიწადი იყო საშინელი, ნებისმიერი თვალსაზრისით“,- ამბობს რომან გოცირიძე.
რა გააკეთა ოპოზიციამ, რომ საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა ცოტათი მაინც შემსუბუქებულიყო? – მიმართავს გადაცემის წამყვანი რომან გოცირიძეს.
– ოპოზიცია აკეთებს იმას რა ძალაც არის და რაც შეუძლია.
ნახეთ ვიდეო:






















