
ესპანეთში, კორონავირუსის გამო შექმნილი ურთულესი მდგომარეობის მიუხედავად, ესპანელი ექიმები განწყობას მაინც არ კარგავენ და COVID-19-ით დაავადებული პაციენტების გამხიარულებას სხვადასხვაგვარი გზებით ცდილობენ.
სოციალურ ქსელში, ესპანეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაღებული ვიდეო გავრცელდა, რომელიც ნაჩვენებია როგორც ცეკვავს ექიმი ფლამენკოს ადგილობრივი პაციენტების გასამხიარულებლად.
ამ დროის მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 78 799 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 6 606 კი გარდაიცვალა.






















