18:30 | 2021-08-04 ავტორი: თამარ ბუჩუკური

Video: “გადაფრენა” გავარვარებული ათენის თავზე – უნიკალური კადრები ხანძარში გახვეული დედაქალაქიდან

Video: “გადაფრენა” გავარვარებული ათენის თავზე – უნიკალური კადრები ხანძარში გახვეული დედაქალაქიდან

დრონებმა, ტელეკამერების გამოყენებით, კვირას ათენი ჩიტის გაფრენის სიმაღლიდან გადაიღეს და ექსტრემალური თერმული ეფექტები დააფიქსირეს. საბერძნეთის დედაქალაქი, ფაქტობრივად, გავარვარებული იყო. აკროპოლისზე მარმარილოს ტემპერატურამ 55°C-ს გადააჭარბა.

 

ნახეთ ვიდეო: როცა ლაშა ტალახაძე ხარ, სხვები ემზადებიან შენ კი…

 

 

Up Stories-ის გუნდმა meteo.gr-სთან თანამშრომლობით, უნიკალური შესაძლებლობა მოგვცა, თვალნათლივ დაგვენახა სიცხის „ტალღები“ აკროპოლისისა და ათენის ცენტრალური მოედნის – ომონიის თავზე ვიდეოს საშუალებით, რომელიც ტელეკამერის მქონე დრონმა გადაიღო. ვიდეოკადრებზე ჩანს წმინდა მთის ტერიტორია, სადაც ქვის ზედაპირის ტემპერატურამ  +55° C-ს გადააჭარბა; აგრეთვე, ომონიის მოედანი, სადაც ასფალტის ტემპერატურა, ასევე, +55° C-ს ასცდა.

 

 

ყველაზე მაღალი ტემპერატურული მაჩვენებლები – 60°C-ზე მეტი – დაფიქსირდა ასფალტზე და ძველი შენობების სახურავებზე,  ხოლო ყველაზე დაბალი – ახალი შენობების ფასადებსა და ომონიის მოედანზე არსებული შადრევანის სიახლოვეს – 35°С.

 

ექსტრემალური სიცხე ხუთშაბათის  (5 აგვისტო) ჩათვლით შენარჩუნდება. დღეიდან მოსალოდნელია აფრიკიდან ცხელი ჰაერის მასების შემოსვლის გააქტიურება და სიცხე მომდევნო დღეებში კიდევ მოიმატებს.

 

მაქსიმალურ მაჩვენებლებს 43-45°С-ს ფარგლებში ვარაუდობენ, ზოგან კი შესაძლოა ვერცხლისწყლის სვეტის სიმაღლე 46-47°С-იან დანაყოფს ასცდეს. ტემპერატურის კლებას მეტეოროლოგები პარასკევიდან, 6 აგვისტოდან ელოდებიან.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X