
ტელეწამყვანი, ნინუცა მაყაშვილი ცრურწმენებზე საუბრობს.„აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ცრურწმენა მაქვს, მაგალითად:
როდესაც მარჯვენა ხელის გული მეფხანება, სამჯერ ვკოცნი და ზუსტად ვიცი, რომ ფული მომივა. არასოდეს გამოგართმებთ ხელიდან ხელში დანას… ნაგვის გადაყრაც არ მიყვარს ღამე. და რა თქმა უნდა, გატეხილი სარკე, რადგან ეს უბედურების მომტანია.
მისი თქმით, ძალიან ბევრი ცრურწმენა არსებობს და ამ თემაზე დეტალურად ხვალ, 24 სექტემბერს „დილა მშვიდობისა საქართველოში“ ისაუბრებენ.
ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:






















