
ინფლუენსერსა და სოციალურ ქსელებში ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ წყვილს, იკა-ნათიას ალბათ ყველა იცნობთ. ისინი გამომწერებს საკუთარი ყოველდღიურობისა და სიახლეების შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაციას ხშირად აწვდიან.
რამდენიმე დღის წინ ნათია შეუძლოდ გახდა, გული წაუვიდა და სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. განმეორებით ცუდად გახდომის შემდეგ მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო, სადაც უკვე კორონავირუსი დაუდასტურდა.
ცოტა ხნის წინ ნათიამ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ გამომწერებს Instagram-ით მიაწოდა ინფორმაცია.
„კლინიკიდან კი გამომიშვეს ცისტიტის დიაგნოზით. კბილები, ცხვირი, ყველაფერი მტკიოდა, დილის 6 საათამდე ვერ დავიძინე, ისე ცუდად ვიყავი. კინაღამ მოვკვდი. გავგიჟდი ტკივილისგან, მეორე დღეს 39 სიცხე მქონდა, ყველაფერი მტკიოდა, დღეს დილით მომივიდა პასუხი, რომ მაქვს კორონავირუსი“, – ამბობს ნათია.
სრულად მოუსმინეთ აქ ⇓
ნახეთ სხვა სიახლეები ⇓






















