
სოციალური ქსელის მომხმარებელი, ქეთი ტომარაძე „ფეისბუქზე“ ავრცელებს კადრებს თუ როგორ ესხმის თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ყვავი მოქალაქეებს.
დღეს თბილისში ყვავის თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ფიზიკური დაზიანებების გამო ისინი „ნიუ ჰოსპიტალის“ კლინიკაში გადაიყვანეს.
ინციდენტი „პრაიმტაიმს“ კლინიკის პრესცენტშიც დაუდასტურეს.
„5 ქალს დაესხა ყვავი თავს. დაშავებულები „ნიუ ჰოსპიტალის“ მიმღებში მსუბუქი დაზიანებებით შემოვიდნენ. მათ გაეწიათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უკვე გაეწერნენ ბინაზე“, – ამბობენ კლინიკაში.























