20:19 | 2020-05-23 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

Video: გორის ავტოგასამართი სადგურიდან ჰოლივუდში – მეტისის ამერიკული ცხოვრება 

Video: გორის ავტოგასამართი სადგურიდან ჰოლივუდში – მეტისის ამერიკული ცხოვრება 

გორელი ძაღლი, სახელად ,,ჯორჯი” ჰოლივუდში გასულ წელს გაემგზავრა.

 

ავტოგასამართ სადგურზე ნაპოვნი მეტისი ამერიკული ტელესერიალების მსახიობებმა – სიმუს და ჯულია დევერებმა წაიყვანეს. მათ ძაღლი შემთხვევით იპოვეს, Twitter-ის მეშვეობით კი პატრონიც უპოვეს.

 

მისი მოვლის სურვილი ტელესერიალების პროდიუსერმა, მარტა ევრისმა გამოთქვა.

 

ამ ამბიდან დაახლოებით 1 წელი გავიდა და ჯორჯის ცხოვრებაც სრულებით შეიცვალა.

 

ნახეთ video, როგორია გორელი მეტისის ახალი ცხოვრება კალიფორნიაში.

 

 

წყარო: ქართული კვირა

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X