
მარკეტოლოგმა, მოგზაურმა და ინფლუენსერმა გურამ შეროზიამ, ახალი დუეტი გამოუშვა, სადაც მთავარი გმირი, მისი ყოფილი მეუღლეა.
მისი თქმით, ამ დუეტის ჩაწერა, ყოფილ მეუღლესთან ერთად იმიტომ გადაწყვიტა, რომ გარკვეული სტერეოტიპები დაარღვიოს.
„ძალიან დიდი ხანია ეს სტერეოტიპია, რომელიც ყოფილი ქმრებს და ყოფილ ცოლებს ეხებათ. რაღაცები მაწუხებდა რაზეც მინდოდა, რომ ჩემი წვლილი შემეტანა. მეორე არის ის, რომ ყოფილ ცოლთან მაქვს კარგი ურთიერთობა და მინდოდა ბავშვს ჰქონოდა სამახსოვრო რაღაც სადაც ყველა ერთად ვართ.
სიმღერას ჰქვია „გვიყვარდა“ და ეხება ყველაფერს იმას რაც გვიყვარდა. დღეს, სულ რომ კოშმარი დატრიალდეს, აღარც გვქონდეს საერთო ერთმანეთთან, მინიმუმ იმას უნდა ვცეთ პატივი, რომ ოდესღაც კარგად ვიყავით. ბევრჯერ მიყვარდა არ დავმალავ, მაგრამ ერთ-ერთია ის სიყვარული, რომელსაც ასეთი ძალიან მაგარი ნაყოფი ჰქონდა, რომელიც სულ მეყვარება. ამიტომ ჩავთვალე, რომ ეს ურთიერთობა იმსახურებდა მთავარ როლში ყოფნას“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ შეროზია.

როგორ დაალაგე ყოფილ ცოლთან ურთიერთობა?
„დაშორების შემდეგ პაუზა გვქონდა ბუნებრივია, ვერიდებოდით ერთმანეთს, თუმცა მაშინაც ცივილურები ვიყავით, არასდროს გაგვილანძღია ერთმანეთი. მივხვდით, რომ მეგობრობა კარგად გამოგვდის, უბრალო წყვილი ვერ ვეწყობოდით“- ამბობს გურამი.
კლიპს რაც შეეხება ორ დღეში უკვე 20 000-ზე მეტი ნახვა აქვს და კომენტარებიც სულ პოზიტიურია.























