
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელიც ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ სათვალთვალო კამერის გადაღებულია.
კადრებში კარგად ჩანს შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელიც ბანკის ერთ-ერთ მაგიდას უახლოვდება და ამტვრევს.
ვრცელდება კადრები როგორ შეიჭრა თავდამსხმელი ბანკში
ვრცელდება კადრები როგორ შეიჭრა თავდამსხმელი ბანკში
Posted by Prime Time on ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი, 2020
ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს ზუგდიდის სპეცოპერაციაზე განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი გათავისუფლებულია და ისინი პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა.
მძარცველმა ცოტა ხნის წინ სამ მძევალთან ერთად დატოვა ბანკის შენობა.
სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ დრომდე არ დასრულებულა და აქტიურად მიმდინარეობს.