15:18 | 2021-10-14 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

VIDEO: იმყოფება თუ არა სააკაშვილი სასჯელაღსრულების იმ დაწესებულებაში, სადაც ახლა ხანძარია

VIDEO: იმყოფება თუ არა სააკაშვილი სასჯელაღსრულების იმ დაწესებულებაში, სადაც ახლა ხანძარია

რუსთავის N17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ამ წუთებში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სამზარეულოში გაჩნდა და როგორც კადრებიდან ირკვევა, დაკვამლიანება საკმაოდ ძლიერია.

რუსთავის ციხეში ხანძარია
2021-10-14რუსთავის ციხეში ხანძარია

 

ციხესთან უკვე მივიდა სახანძრო-სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის პროცესი.

 

აღსანიშნავია, რომ რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. თუმცა, საზოგადოებაში გააჩინა კითხვა, ეს ხომ არ არის ის დაწესებულება, სადაც სააკაშვილი იმყოფება.

 

„პრაიმტაიმმა“ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში გადაამოწმა, სადაც დაადასტურეს, რომ ხანძარი N17 დაწესებულების სამზარეულოში გაჩნდა და არავის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X