00:21 | 2020-11-16 ავტორი: სალომე ნეფარიძე

VIDEO: ინციდენტი პირდაპირ ეთერში – რეპორტიორს ხიდი ფეხქვეშ ჩაენგრა 

VIDEO: ინციდენტი პირდაპირ ეთერში – რეპორტიორს ხიდი ფეხქვეშ ჩაენგრა 

აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინაში მდინარეზე გადებული ხიდი მაშინ გაირღვა, როდესაც მასზე მდგომი ტელეჟურნალისტი პირდაპირ ეთერში საუბრობდა.

 

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 12 ნოემბერს მოხდა.

 

ტელეარხ FOX 46-ის რეპორტიორი ემბერ რობერტსი ხიდზე იდგა და გადაუღებელი წვიმებით გამოწვეულ წყალდიდობაზე საუბრობდა, როდესაც მოულოდნელად, სწორედ იმ ადგილზე, სადაც ის იდგა, ხიდი შუაზე გაიპო და მისი ნაწილი ადიდებულ მდინარეში ჩაიშალა.

 

საბედნიეროდ, რეპორტიორმა და ოპერატორმა გვერდზე გახტომა მოასწრეს და არ დაშავებულან.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X