13:20 | 2021-10-16 ავტორი: სალომე ნეფარიძე

VIDEO: ირემს კისრიდან მოხსნეს მძიმე საბურავი, რომელსაც 2 წლის განმავლობაში ატარებდა

VIDEO: ირემს კისრიდან მოხსნეს მძიმე საბურავი, რომელსაც 2 წლის განმავლობაში ატარებდა

აშშ-ში, კოლორადოს შტატში, ირემი გაათავისუფლეს მძიმე ტვირთისგან, რომელსაც ის ორი წლის განმავლობაში ატარებდა. საბურავში ირემს კისერი ჰქონდა გაჭედილი.

 

ირემი კისერზე 10 კილოგრამამდე საბურავით არაერთხელ დააფიქსირეს ვიდეოხაფანგებმა. ამასთან, 2019 წლის შემდეგ, მრავალმა დამთვალიერებელმა საკუთარი თვალით იხილა ეს უჩვეულო სურათი. იყო საფრთხე, რომ ირემს, ზრდასთან ერთად, საბურავი გაგუდავდა.

 

ჩამოდით ციხესთან, სადაც სააკაშვილია, იქ განახებთ ნამდვილი პოლიტპატიმრები ვინ არიან - სულხან მოლაშვილის ძმა
2021-10-16ჩამოდით ციხესთან, სადაც სააკაშვილია, იქ განახებთ ნამდვილი პოლიტპატიმრები ვინ არიან - სულხან მოლაშვილის ძმა

 

გარემოსდამცველებმა ცხოველი დროებით დააძინეს. სამწუხაროდ, საბურავის მოსახსნელად, ირმის რქების მოჭრაც გახდა საჭირო.

 

„ის კარგად იქნება. გაზაფხულზე ახალი რქები ამოუვა“, – ამბობს კოლორადოს პარკის თანამშრომელი.

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X