20:32 | 2021-04-17 ავტორი: სალომე ნეფარიძე

Video: “ის ადამიანს არ ჰგავდა” – თამრიკო ჭოხონელიძე ნინუცა მაყაშვილზე ალაპარაკდა

Video: “ის ადამიანს არ ჰგავდა” – თამრიკო ჭოხონელიძე ნინუცა მაყაშვილზე ალაპარაკდა

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე სოლიდარობას ნინუცა მაყაშვილს “ტვ პირველის” ეთერიდან უცხადებს და ის ნინუცასა და ზანგურის ოჯახის დანგრევის შემდეგ, მაყაშვილის მდგომარეობას იხსენებს – “ადამიანს არ ჰგავდა, განადგურდა, 20 კილო ჰქონდა დაკლებული” – ამბობს მომღერალი.

 

ის ნინუცა მაყაშვილის კრიტიკოსებსაც მიმართავს და ყველას, განსაკუთრებით კი, ქალებს სავარაუდო ძალადობის მსხვერპლის მხადაჭერისკენ მოუწოდებს.

 

 

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში გადაცემა “ფარულ კონვერტში” ნინუცა მაყაშვილმა ოჯახურ ძალადობაზე ისაუბრა და 11 წლიანი დუმილის შემდეგ გაამხილა, რომ მასზე ქმარი – ბესო ზანგური ფიზიკურად ძალადობდა. მაყაშვილის თქმით, მათი ოჯახიც სწორედ ამ მიზეზით დაინგრა.

 

ამის შემდეგ, ნინუცა მაყაშვილის მონათხრობი საზოგადოების ნაწილისთვის კრიტიკის, ნაწილისთვის კი, მხარდაჭერის საფუძველი გახდა. მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძეც სწორედ ამის გამო მსახიობ ქალს სლოდარობას უცხადებს.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X