
ცოტა ხნის წინ ძლიერი ხანძარი იყო თბილისში, ბუხაიძის ქუჩაზე. ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.
იყო საშიშროება, რომ ხანძარი გვერდით მდებარე სახლებზეც გავრცელებულიყო, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის დროული ლიკვიდირება შეძლეს.
ადგილობრივების თქმით, ხანძრის გაჩენიდან ხუთ წუთში ადგილზე სამი სახანძრო ჯგუფი გამოცხადდა.
ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა საცხოვრებელი სახლი, მსუბუქი დამწვრობა მიიღო ორმა პირმა.























