
ყოფილი ძალოვანი „ქართული ოცნების“ კოორდინატორს ფიზიკურად დაუპირისპირდა.
ირაკლი თოდუამ, რომელიც ყოფილი ძალოვანი და ამჟამად „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორია ნარაზენში, ფიზიკურად დაუპირისპირდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორს ზაალ ზარანდიას.
მიზეზი მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადებაა, ირაკლი თორდიამ ქართული ოცნების კოორდინატორს განუცხადა, რომ ახლა მისი დრო დაბრუნდა და ყველას გაუსწორდება, რის შემდეგაც მასზე იძალადა.
ზაალ ზარანდია ამ წუთებში ზუგდიდის საავადმყოფოშია გადაყვანილი. თორდიასთან ერთად რუხში აქტიურობს ზუგდიდის ციხის ყოფილი უფროსი ამირან ჯანაშია, ის „ქართული ოცნების “რამდენიმე აგიტატორს დღეს მიუვარდა და მათზე სიტყვიერი მუქარა განახორციელა.
ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები























