
8 ოქტომბერს, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი სადარბაზო ჩამოინგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნანგრევებიდან ამოყვანილი ადამიანებიდან მხოლოდ ორის გადარჩენა მოხერხდა.
ზვიად თავდგირიძე ერთ-ერთია, რომელიც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ის ამ დრომდე ბათუმის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ექიმები მის ჯანმრთელობის მდგომარეობას სტაბილურად მძიმედ აფასებენ, თუმცა ამბობენ, რომ დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“, ზვიად თავდგირიძის ბაბუა, აკაკი ბერიძე დეტალურად იხსენებს იმ დღეს როცა საცხოვრებელი ჩამოინგრა. მისი თქმით, ზვიადს ტყუპი შვილები ჰყავს, რომლებიც შემთხვევის დროს სკვერში იყვნენ წასულები.
„ჩვენ ერთ სადარბაზოში ვცხოვრობთ. ყველანი სამსახურში ვიყავით წასულები. იმ დროს სახლში იყვნენ, ზვიადი, მისი მეუღლე და მათი ტყუპები. ბავშვებს დილიდან მოუნდომებიათ სკვერში წასვლა საქანელაზე. დედას უარი არ უთქვამს და წაიყვანა. სახლში დარჩა ზვიადი, რომელსაც ყველაფერი დეტალურად ახსოვს.“ – განაცხადა აკაკი ბერიძემ, ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“.
უფრო მეტს შეიტყობთ ამ ვიდეოდან.
ასევე დაგაინტერესებთ:























