
მაკა ჩიჩუა „ტვ პირველის“ ეთერში ბავშვებსა და ოჯახზე საუბრობს.
მისი თქმით, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ბავშვისთვის სირთულეების გადალახვა მშობელმა უნდა აჩვენოს, რომ ის მის გვერდითაა.
„ხშირად ბავშვებს ჰგონიათ რომ მათ ვერ გაუგებენ. ოჯახი უპირველესია და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დედა და მამა განაპირობებენ ბავშვის სიმყარეს და თავდაჯერებულობას“, – ამბობს მაკა ჩიჩუა.






















