16:23 | 2020-05-21 ავტორი: Prime Time

VIDEO: მამაკაცი „სპარში“ იარაღის მუქარით შესვლას ცდილობდა – რას ჰყვებიან თვითმხილველები

VIDEO: მამაკაცი „სპარში“ იარაღის მუქარით შესვლას ცდილობდა – რას ჰყვებიან თვითმხილველები

გუშინ გვიან ღამით, ახალგაზრდა მამაკაცი სუპერმარკეტ „სპარში“ იარაღის მუქარით შესვლას ცდილობდა.

 

შემთხვევა თბილისში, მცხეთის ქუჩაზე მდებარე ფილიალში კომენდანტის საათის პერიოდში მოხდა.

 

კომენდანტის საათი უქმდება - მოქალაქეებს 21:00 საათის შემდეგ გადაადგილება შეეძლებათ
2020-05-21კომენდანტის საათი უქმდება - მოქალაქეებს 21:00 საათის შემდეგ გადაადგილება შეეძლებათ

 

„ტვ პირველი“ სპარის იმ თანამშრომლებს გაესაუბრა, რომლებიც იმ პერიოდში სუპერმარკეტში იმყოფებოდნენ.

 

კონსულტანტების განცხადებით, მამაკაცს ორი ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა და სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციით, მას სიგარეტის ყიდვა სურდა.

 

სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი მომხდარიდან მალევე, მარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

 

როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს.

 

ექსპერტ-კრიმინალისტებმა  ადგილზე დანაშაულის იარაღიც ამოიღეს.

 

 

მცხეთის ქუჩაზე შეირაღებულმა მამაკაცმა სუპერმარკეტ „სპარში“ შეჭრა სცადა
2020-05-21მცხეთის ქუჩაზე შეირაღებულმა მამაკაცმა სუპერმარკეტ „სპარში“ შეჭრა სცადა

ავტორი: Prime Time

X