
ძაღლმა, რომელიც კაცმა მე-12 სართულიდან გადააგდო, გაიარა. ბუსას პატრონი „პრაიმტაიმს“ უყვება, რომ ძაღლის მდგომარეობა უმჯობესდება.
პატრონმა ბუსას თამაზ ელიზმარაშვილის თავშესაფარში გუშინ მიაკითხა და ბორჯომში საკუთარ სახლში წაიყვანა.
„მთელი ღამე მასთან ვიყავი, ერთი თვე უნდა მყავდეს ბორჯომში, რკინა აქვს ჩადგმული უკანა ფეხში, რომელსაც 12 მაისს ამოუღებენ.
ბატონმა თამაზიმ უდიდესი პატივი გვცა. ჩემი თბილისში ტაქსით წასვლა და უკან ბორჯომში დაბრუნება სრულად დააფინანსა. ერთი ტომარა საჭმელიც გამომატანა.
მომავალშიც გვერდში დგომას და ძაღლისთვის ოპერაციის დაფინანსებას დამპირდა“, – უყვება „პრაიმტაიმს“ ძაღლის პატრონი.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის რაიონულმა პროკურატურამ ბორჯომში ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ბრალდებით დაკავებულ 31 კაცს ბრალი უკვე წარუდგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 აპრილს, დაახლოებით 20:30 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ა.ს.-მ ქ.ბორჯომში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულიდან სხვისი ძაღლი გადააგდო.
შედეგად, ცხოველმა ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. სამართალდამცველებმა ა.ს. 2020 წლის 8 აპრილს დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია) წარედგინა. 2020 წლის 10 აპრილს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და ბრალდებულ ა.ს.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი საპატიმრო გირაოს შეფარდება მოითხოვა.
სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულ ა.ს.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა – ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, რასაც პროკურატურა გაასაჩივრებს კანონით დადგენილ ვადაში და წესით.
უწყების ცნობითვე, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ა.ს.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დღეს 12 აპრილს ბორჯომელ ძაღლს , რომელსაც ყველა ჩვენი გვერდის მეგობარი და ბევრი სხვა უკვე კარგად იცნობთ, ბორჯომიდან პატრონმა ჩამოაკითხა. ეს თქვენი დამსახურებაა ვინც გულთან ახლოს მიიტანა ამ ნაწამები ძაღლის ამბავი და დაარწმუნა ბუსას პატრონი ქეთევან თურქაძე ,რომ უმჯობესია ძაღლი მომდევნო ოპერაციამდე (რომელიც 12 მაისს არის დანიშნული ) სახლში იყოს პატრონთან ერთად და არა თავშესაფარში. დიდი მადლობა ქეთევანს ბორჯომიდან ჩამოსვლისა და ძაღლის უკან წაყვანისათვის. ძალიან ემოციური იყო ძაღლის და პატრონის შეხვედრა ,რასაც ამ პატარა ვიდეოში ნახავთ : ————————————————————————————–თავშესაფარმა რომ განაგრძოს მუშაობა, მას თქვენი დახმარება სჭირდება.თქვენ მიერ გაღებული 1 ლარიც კი ჩვენთვის ძვირფასია.The shelter needs your support to continue its activities. Even 1 Lari is important for us. The bank details are belowჩვენი ანგარიშის რეკვიზიტებია ლარში :მიმღები ბანკი : სს ,,საქართველოს ბანკი"ბანკის კოდი : BAGAGE22მიმღების დასახელება:ელიზბარაშვილი თამაზმიმღების ანგარიშის ნომერი : GE83BG0000000574178400ანგარიშის რეკვიზიტები აშშ დოლარში:BANK DETAILS FOR TRANSFERS IN US DOLLARIntermediary Bank: Citibank N.A. New York , USASwift:CITIUS33Account with Institution:Bank of GeorgiaSwift: BAGAGE22Address:29a Gagarin street, Tbilisi 0160 , GeorgiaBeneficiary: ELIZBARASHVILI TAMAZAccount:GE83BG0000000574178400ანგარიშის რეკვიზიტები ევროში:BANK DETAILS FOR TRANSFERS IN EUROIntermediary Bank :Commerzbank, Frankfurt,GermanySwift:COBADEFFAccount with Institution:Bank of GeorgiaAddress:29a Gagarin street, Tbilisi 0160 , GeorgiaSwift: BAGAGE22Beneficiary: ELIZBARASHVILI TAMAZAccount:GE83BG0000000574178400ასევე თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია როგორც თიბისი ასევე საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ამ პირადი ნომრის მიხედვით : 01008001849თამაზ ელიზბარაშვილი
Gepostet von Tamaz Elizbarashvili dog shelter am Sonntag, 12. April 2020






















