
მღვდელმა ხუან ბენიტსმა ნიუ-იორკში როტჩესტერ სიტის გადაუფრინა და ვერტმფრენიდან ნაკურთხი წყალი გადაასხა. ამ პროცესის ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა.
„ჩემი მოტივაცია უბრალოდ იყო ის, რომ ადამიანებისთვის მეჩვენებინა, ისინი მარტო არ არიან“, – ამბობს სასულიერო პირი.
მიწაზე დაშვების შემდეგ, მღვდელი წირვის ჩასატარებლად გაემართა, თუმცა თუ ადრე წმინდა ლუისის ეკლესიაში, ნიუ-იორკში 300-მდე ადამიანი იკრიბებოდა, ამ კვირაში მაქსიმუმ 80 ადამიანი შეგროვდა.
ეს ვიდეო დაახლოებით ერთი კვირის წინ არის გადაღებული. მას შემდეგ ნიუ-იორკსა და აშშ-ში ვითარება მკვეთრად შეიცვალა. ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის უფრო მეტი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, ვიდრე მსოფლიოს სხვა ქვეყანაში. ამჟამად შტატებში 85,500-ზე მეტი დაინფიცირებული დაფიქსირდა, ამათგან 1100- ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
ამავე თემაზე იხილეთ:























